• კვი. სექ 8th, 2024

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგს გადაეცა

ByGMG

ოქტ 5, 2023

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წლის საუკეთესო მასწავლებელი დასახელდა. 2023 წლის 5 ოქტომბერს ეს ჯილდო, გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს, ნინო ფსუტურს გადაეცა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება. ნინო ფსუტურს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსშიც.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. პირველი ფინალისტი, ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.

ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინანსური მხარდამჭერი, ინავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და ილიას უნივერსიტეტია. 

About Author

By GMG