• შაბ. აპრ 20th, 2024

ოკუპირებულ სოფელში, შვილის საფლავის მოწყობა დევნილმა ოჯახმა 15 წლის შემდეგ შეძლო

ByGMG

ივლ 25, 2023

დიდი ლიახვის ხეობის სოფელ თამარაშენში, 2008 წელს გარდაცვლილი ლევან ლაფაჩის საფლავის მოწყობა, 15 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დევნილ ოჯახს ამ საქმეში, ცხინვალელი ახლობლები დაეხმარნენ.

შვილმკვდარი დედა ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს თამარაშენის სასაფლაოზე, ქვის გადატანაში დახმარებას, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი კოტეჯის სარდაფში ინახავს.

“დაკრძალვა მოვასწარით მხოლოდ, საფლავის გაკეთებასაც ვიწყებდით, მაგრამ აგვისტოს ომმა ყველაფერი წაშალა. ჩემი შვილი ლევან ლაფაჩი გარდაიცვალა 24 ივლისს, დავკრძალეთ 29 ივლისს, სოფელ თამარაშენის სასაფლაოზე, რომელიც უშუალოდ ზედვეა ცხინვალზე მიბმული, 8 აგვისტოს კი ყველაფრის დატოვება მოგვიწია. ის ხალხი, ვისაც იმ დროს საფლავის გაკეთება დავუკვეთეთ, პირნათელი ხალხი აღმოჩნდა და საომარი მოქმედებების მიწყნარების შემდეგ დაგვიკავშირდნენ. საფლავის ქვა მოვიტანეთ კოტეჯში, ღობე კი ახლობლებთან დავტოვეთ სოფელში.” – ამბობს გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, მაია ნასუაშვილი. ნინო ჩიბჩიურის ფილმში – “მწარე იმედი”:

About Author

By GMG