მთავარი სიახლეები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გორის ბიუჯეტიდან 7000 ლარი დაიხარჯა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გორის ბიუჯეტიდან 7000 ლარი დაიხარჯა

by GMG

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია, 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 7000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხის ფარგლებში ფულადი დახმარება, 350 ლარის ოდენობით, 20-მა ქალმა ბენეფიციარმა მიიღო.

“ქვეპროგრამის ფარგლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ პირს/ოჯახს, თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გაეწია დახმარება – 350 ლარის ოდენობით. პროგრამის მიზანია, მოსარგებლე პირთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მქონე პირები უზრუნველყოფილი არიან ერთჯერადი ფინანსური დახმარებით, მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობისთვის”,- აცხადებენ გორის მერიაში.

About Author

დაკავშირებული პოსტები