“აგვისტოს ომის მუზეუმის” დამფუძნებელი, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას ეხმაურება და სავიზო რეჟიმის მოხსნის თანმხლებ, შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. ლია ჩლაჩიძე არ გამორიცხავს, რომ მოსკოვთან საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთვის, სანქციების დაწესების საფუძველი გახდეს. მისი აზრით, პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილება, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე, დაზარალებული ოჯახების შეურაცხყოფაა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს, რაც სწორედ კრემლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.
“რუსეთი თავის ჭკუაზე გვათამაშებს, უნდა დაუშვებს სავიზო რეჟიმს, უნდა შეწყვეტს. მაინტერესებს, რა ფასი უნდა გადავიხადოთ სავიზო რეჟიმის შეცვლით? ეს გამოიწვევს რუსების მასობრივ მიგრაციას ყველა თანმდევი მოვლენებით. ჩვენი აეროპორტები გახდება დასავლეთის სანქციების სამიზნე. ეს სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის ევროკავშირის წევრობის სტატუსის გზაზე. აგერ გავრილოვმა უკვე გამოაცხადა, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, მისი “წინაპრების საფლავების მონახულების მიზნით” და აგერ კიდევ ერთი დაძაბულობის კერა შესაძლებელია გახდეს ტრანსკავკასიური მაგისტრალი. კი გახსნან და თავისუფლად იარონ ოკუპირებული რეგიონიდანაც, გადმოვიდნენ აქეთ მხარეს, ესეც საფრთხის შემცველი საკითხია, ქართველები საზღვარგარეთ მიდიან, რუსეთის მოქალაქეები კი შემოდიან. მათ ფული აქვთ, ყიდულობენ ყველაფერს, რაც მოუნდებათ ბრენდული მაღაზიებიდან, ხდებიან უძრავი ქონების მესაკუთრეები.. და ბოლოს, თუ რუსეთს საქართველოსთან უნდა ურთიერთობის აღდგენა, მაშინ გაიყვანოს ჯარი საქართველოდან და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა! ნუთუ ასე მალე დაგვავიწყდა რამდენი ქართული ოჯახი გაგვინადგურეს რუსულმა ვერტმფრენებმა,“- ამბობს ლია ჩლაჩიძე.