“ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილეები, კიბერუსაფრთხოების კურსის ფარგლებში, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
ერთ-ერთმა მსმენელმა, ანი ჯაბახიძემ, რომელიც ამავე დროს ასოციაცია HERA XXI-ის თანამშრომელია, გამოცდილების გაზიარება მოზარდებთან გადაწყვიტა. მისი განმარტებით, ონლაინ სივრცეში ბოლო პერიოდში არასრულწლოვანი გოგონების მიმართ შევიწროების ფაქტები გახშირდა, ამიტომ შეხვედრის თემაც შესაბამისი შეარჩია, რომელსაც “მეცნიერებათა სკოლამ” უმასპინლძა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება არასრულწლოვან გოგონათა მიმართ ონლაინ შევიწროებაზე გამახვილდა.
“ასოციაცია HERA XXI-თან თანამშრომლობით “მეცნიერებათა სკოლაში” ჩატარდა შეხვედრა თემაზე: სექსუალური შევიწროება და უსაფრთხოება ინტერნეტ სივრვეში. შეხვედედრაზე ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება-ინფორმაციული უსაფრთხოება, როგორ უნდა იმოქმედოს მოზარდმა სექსუალური ხასიათის შეტყობინების მიღებისას და როგორ უნდა აღმოაჩინოს სანდო უფროსი ადამიანი. შეხვედრას ჰქონდა დისკუსიის სახე, მონაწილეებმა იხილეს ასოციაცია ,,HERA XXI”-ის მიერ ადაპტირებული თემატური ვიდეოები და ერთხმად აღნიშნეს, რომ სოციალურ ქსელებში ამიერიდან მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოიჩენენ”, – აღნიშნა ანი ჯაბახიძემ.
კიბერუსაფრთხოების შესახებ შეხვედრები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებთანაც მიმდინარეობს, რომლებსაც “ქართული მედია ჯგუფის” უსაფრთხოების კურსის ბოლო ნაკადის მსმენელები უძღვებიან.
პროექტი შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებადამცველების ” მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის შედეგებს “ქართული მედია ჯგუფი” წლის ბოლოს, დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამებს.