მთავარი ბლოგი “რუსული მშვიდობა” და რეალური საფრთხე საქართველოში

“რუსული მშვიდობა” და რეალური საფრთხე საქართველოში

by GMG

გახსოვთ, როგორ გვპირდებოდა “ქართული ოცნება” მშვიდობას? ამბობდნენ, რომ ომი თავიდან აგვარიდეს და ახლაც “ეამაყებათ”, რომ “ბეწვის ხიდზე წარმატებით გაიარეს” და ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნეს.

მოდით განვიხილოთ რა მივიღეთ რეალურად? ამ ეტაპზე ნუ განვიხილავთ დედაქალაქში მიმდინარე საშინელებებს, როდესაც ახალგაზრდებს ამახინჯებენ, მომავალს ართმევენ და უდანაშაულო ადამიანებს საპატიმროებში ამყოფებენ ქვეყნის სიყვარულისთვის. ახლა მხოლოდ ვისაუბროთ ოკუპაციის თემაზე, რაც ჩემი სოფლიდან ყველაზე კარგად მოჩანს, სამხედრო ბაზის განლაგებით თუ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების გადაადგილებით. ეს ყველაფერ ნათლად მიუთითებს რუსეთის გავლენის ზრდაზე,  ახალი ტერიტორიების ოკუპაციასა და სრულ უპასუხისმგებლობაზე ჩვენი უსაფრთხოების წინაშე.

მოდით უფრო დეტალურად გავარკვიოთ – ეს მშვიდობაა თუ რუსეთის ტოტალური კონტროლი საქართველოზე?

მითია ის, რომ “ოცნებამ მშვიდობა მოგვიტანა“ და ქვეყანა ე.წ. მეორე ფრონტისგან იხსნა. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ “მშვიდობას იცავს”, მაგრამ რას ნიშნავს მათი მშვიდობა?

2008 წლის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს – სოფლების ანექსიას, ხალხის გატაცებას და საქართველოს მოქალაქეთა სასახლკარე მიწების დაკავებას. ბოლო წლებში, რუსეთმა უფრო მეტი ტერიტორია მიიტაცა ომის გარეშე, ვიდრე 2008-ში ომით. “ოცნება“ ამას მშვიდობას ეძახის, მაგრამ სინამდვილეში, მშვიდობა – უსაფრთხოებაა და არა ოკუპაციის გაძლიერება.

არის ნამდვილი მშვიდობა?

მშვიდობა ნიშნავს, რომ არ გეშინია, რუსი ჯარისკაცი როდის გაგიტაცებს საკუთარ მიწაზე. მშვიდობა ნიშნავს სუვერენიტეტს – რომ არ გმართავს კრემლი ფარული თუ ღია ბრძანებებით. მშვიდობა ნიშნავს გაერთიანებულ და დაცულ სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეები თავიანთ მიწას ფლობენ და არა საოკუპაციო ძალა. ნამდვილი მშვიდობა დასავლური უსაფრთხოების გარანტიებია და არა კრემლის გავლენების გაძლიერება. თუ ნატოს წევრი ვიქნებით, რუსეთი ვერ გაბედავს საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებას – ეს დადასტურებულია ბალტიის ქვეყნებით. ახლა დაფიქრდით – რეალურად მშვიდობა გვაქვს თუ უბრალოდ რუსეთმა ოკუპაცია ომის გარეშეც მოახერხა? დროა, აღარ მოვტყუვდეთ, ნამდვილი მშვიდობა რუსული გავლენისგან თავის დაღწევაა და არა მისი გაძლიერება.

 

მერი კორინთელი

About Author

დაკავშირებული პოსტები