თუ ხართ სრულწლოვანი დევნილი ქალი ან ცხოვრობთ საოკუპაციო ხაზთან, მაშინ შეძლებთ მონაწილეობის მიღებას ბინზეს გრანტების კონკურსში, რომელსაც აცხადებს ქალთა ასოციაცია “თანხმობა”.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი მიკრო-ბიზნესის შექმნას ან არსებული მცირე ბიზნესის გაფართოებას, სასიცოცხლოდ აუცილებელი მასალის ან მომსახურების (მაგ. საკონსულტაციო, საგანმანათლებლო) შეძენით.
ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს განაცხადის შეტანა ორი მიმართულებით შეუძლიათ:
• ბიზნეს განაცხადი სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად
• განაცხადი გარკვეულ მოკლევადიან სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად და შესაბამისი ინვენტარის შესაძენად.
რომელი სოფლების მაცხოვრებლებს შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ 2008 წლის აგვისტოს შედეგად დაზარალებული ქალები 18 წლისდან ზემოთ, თუ ისინი :
• ცხოვრობენ შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში : ერგნეთი, ზერტი/კირბალი, კოშკა/გუგუთიაანთკარი, მერეთი, კარალეთი, გარეჯვარი, ქერე, ბერშუეთი და კნოლევი.
• ცხოვრობენ დევნილთა დასახლებებში: შავშვები , ვერხვები, კარალეთი, ხურვალეთი , ბერბუკი, საქაშეთი, სკრა, მოხისი, მეტეხი, თელიანი.
კონკურსის შედეგად დაფინანსდება მინიმუმ 10 განაცხადი. თითოეული 1000 ევროს ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი და სავალდებულო მოთხოვნები:
• შესაბამისი განაცხადის შევსება: https://shorturl.at/afrL4
• სამ დღიან ტრენინგში მონაწილეობა, რომელიც ჩატარდება გორში, სექტემბრის მეორე ნახევარში. (ტრენინგში მონაწილეობისას ანაზღაურებული იქნება ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები).
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსი ცხადდება The Trust fund for victims მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც GCRT ახორციელებს ასოციაცია “თანხმობასთან” და “ინდიგოსთან” თანამშრომლობით.