მთავარი სიახლეები “სამშობლოს დაკარგვის შიში იყო ის, რამაც ჩემი შემდგომი ქმედებები განაპირობა” – მარიამ მეყანწიშვილი

“სამშობლოს დაკარგვის შიში იყო ის, რამაც ჩემი შემდგომი ქმედებები განაპირობა” – მარიამ მეყანწიშვილი

by GMG

“ქალები რეჟიმის წინააღმდეგ!” – ამ ლოზუნგით დღეს,  საპროტესტო აქცია იმართება. ქალები დღეს ერთად გააგონებენ რეჟიმს “გაბრაზებული ქალების ხმას”. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტს სწორედ ქალის ხმა აქვს. მომიტინგეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც უერთდებიან, მათ შორის ერთ-ერთი აქტიური მომიტინგე – მარიამ მეყანწიშვილია, რომელიც არაერთხელ გახდა რეჟიმის სამიზნე.  მაირიამი ხაშურიდანაა და აქტივისტი ქალების გამოწვევების, ასევე საერთო მიზნის შესახებ, საკუთარი გამოცდილებით გვესაუბრება. ის თანამოაზრეებთან ერთად, ქუჩის პროტესტის 100-ვე დღის აქტიური მონაწილეა.

მარიამ პირველ რიგში გკითხავთ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, როდესაც გაიგეთ, რომ ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებას აჩერებს რას ნიშნავდა ეს თქვენთვის და რა იმოქმედეთ?

–  მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა, ეს გახლდათ 2023 წლის მარტის გაზაფხულის აქციების მონაპოვარი, მაშინ როდესაც ერი „რუსული კანონის“ ინიცირებას აპროტესტებდა და ამ პროტესტმა შედეგი გამოიღო, რასაც მოჰყვა კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ევროპული საბჭოს დელეგაციამ აღნიშნა რომ ეს ქართველი ხალხის კუთვნილება იყო, 2024 წლის 28 ნოემბერს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავაშირებით, რასაც პირდაპირ ეთერში ვუცქერდი. რაღათქმაუნდა არ იყო ადვილი გასააზრებელი ის, რაც შენი შრომით მოიპოვე არალეგიტიმური წარმომადგენელი რომ ერთი ხელის მოსმით ცდილობს ამის განადგურებას. პირველივე რეაგირება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მხრიდან იყო სპონტანური შეკრება ორ ლოკაციაზე , ოცნების ოფისთან და რუსთაველზე პარლამენტთან, იმ მომენტში ემოციების დიდი ზღვა დაიძრა. ვტიროდით, ვყვიროდით უსამართლობის შეგრძნებით, რასაც არალეგიტიმურმა მთავრობამ საპოლიციო ძალები დაუპირისპირა. არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ ვიფიქრე, რომ მხოლოდ გაყალბებულ არჩევნებზე ვკონცენტრირდებოდით და ვიბრძოლებდით ხელახალი არჩევნების ჩასანიშნად, თუმცა 28 ნოემბრის განცხადებამ მოცემულობა ძირეულად შეცვალა და ახალი საპროტესტო დღის წესრიგი გააჩანინა.

ხაშური იყო ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელიც ახალგაზრდების გამოსვლებით სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც აღმოჩნდა მამოტივირებელი, რას გვეტყვით ხაშურელ ახალგაზრდებზე და როგორია მათი შემართება ამჟამად?

– აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უსამართლობის შეგრძნებამ ხაშურში არამარტო ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ადამიანებიც გარეთ გამოიყვანა, განურჩევლად მათი სქესისა და პროფესიისა. ხაშურში გამართული აქციების ციკლი ისტორიული გახლავთ რადგან, აქამდე ჩვენს მუნიციპალიტეტში წლების მანძილზე არ გამოუხატავთ უკმაყოფილება ამ ზომითა და ამგვარად. ხაშურელი ახალგაზრდები არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ თბილისშიც აქტიურად იბრძვიან ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და მის გადასარჩენად.

პირადად თქვენ ძალიან რთული დღეების გადატანა მოგიხდათ, რისთვის აღმოჩნდით დაკავებული ჩვენს მკითხველს რომ გააცნოთ, სად გადაგიყვანეს, რა ვითარებაში და რა პირობით გამოგიშვეს?

– ჩემი დაკავება მოხდა 20 თებერვალს, ღამის 11 ის ნახევარზე, მიზეზი დაკავებისა იყო აბსურდული, დამაკავეს მაშინ, როდესაც ვსამდი კითხვას თუ რატომ არ ასრულებდა პოლიცია მის ვალდებულებას. როგორც მოგეხსენებათ 20 თებერვალს კინო-თეატრ „ამირანის“ მიმდებარედ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მსვლელობისას თავს დაესხა ორი ოცნებასთან დაახლოებული პრი, რომლებიც აქციის მონაწილეებს ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, რაზეც გავრცელებულ კადრებში ნათლად გამჩნდა, რომ იქ მყოფ სამართალდამცავს არანაირი რეაგირება არ ჰქონია, დაუცველობის და უსამათლობის შეგრძნება გამიჩნდა, ნათლად  გამოჩნდა პოლიციის ორმაგი სტანდარტები მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდნენ და აჯარიმებდენ , ოცნებასთან დაახლოებულ პირებს თავზე ხელს უსვამენ აშკარა დანაშაულით სახეზე, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ემოციური ფონი მქონდა და ვტიროდი, ვეკითხებოდი რა აზრი ჰქონდა მათ ფუნქცია-დანიშნულებას თუ ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ იყო.

ვაკე-საბურთალოს ოცმეთაურისგან კი პასუხი იყო შემდეგი : „მე აგიხსენი და თუ ვერ გაიგე დაკავებული ხარ“. ტროტუარიდან ამიყვანეს, გადამიყვანეს ძველი თბილისის განყოფილებაში და მალევე ხელწერილით გამათავისუფლეს იმ პირობით, რომ გამოვცხადდეები სასამართლოში. მედავებიან პოლიციის დაუმორჩილებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს.

დღემდე ველოდები სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გათვასუფლებამდე 10 წუთით ადრე კრიმ-პოლმა ადგილზე მომიტანა 17 თებერვლის გზის გადაკეტვის ჯარიმაც, მეორე დღეს კი – 21 თებერვლის.

რატომ არის აუცილებელი დღეს ახალგაზრდების პროტესტი, რა ძალა აქვთ მათ და პირადად შენ რა პასუხიმგებლობას გრძნობ ამ ვითარებაში?

– კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ცალკეულად ახალგაზრდები ჩვენი წინამორბედი თაობის დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით, ერის კონსოლიდაცია არის ის აუცილებელი და ფუნდამენტური საზრისი, რაც ერთიანობაში ავტორიტარიზმის წინააღმდებ მომუშავე ბერკეტია.

რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას და პირადად ჩემს პასუხიმგებლობას არის შემდეგი: ახალგაზრდები რაღათქმაუნდა დიდ როლს თამაშობენ აქციების მუხტის გაძლიერებაში, ახალი ძალა, ახალი იდეები და ახალი ენერგია აუცილებელია ამ მოცემულობით. ჩემი პასუხიმგებლობა კი ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაა, მე ვარ ქართველი , ხოლო ჩემი სამშობლო საქართველო სადაც არა მარტო ჩემი არამედ ჩემი შვილისა და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი მომავლისთვის ვიბრძვით ისე, როგორც ეს გააკეთეს 1989 წლის 9 აპრილის გმირებმა და არა მარტო.. საუკუნეებს ითვლის ჩვენი წინაპრების ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, შესაბამისად ჩვენ მორალურად არ გვაქვს იმის უფლება რომ ეს ქვეყანა მოღალატეებს ჩავაბაროთ.

გასული 100 დღის განმავლობაში, რა იყო შენთვის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, რამ იმოქმედა უფრო მეტად, რამ გამოიწვია ყველაზე დიდი შიში და ყველაფრის მიუხედავად, რას ფიქრობ დღეს?

– გადამწვეტი მომენტი ჩემთვის 26 ოქტომბრის ტოტალურად გაყალბებული არჩევნები გახლდათ. მაშინ, როდესაც საკუთრი თვალით ვხედავდი აღვწერდი გაყალბების ფაქტებს, თუმცა შესაბამის ორგანოებს ჩემი მიმართვის მიუხედავად, რეაგირება არ ჰქონიათ.

სამშობლოს დაკარგვის შიში იყო ის, რამაც ჩემი შემდგომი მოქმედები განაპირობა, აშკარა რუსიფიკაციის პოლიტიკის გამტარებელი არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ღიად ბედავდა რუსული ნარატივით საუბარს, 1801 წელს საქართველოს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გააუქმა სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. რუსეთი, რომელმაც საქართველოს გმირები დაუხოცა, იმ სახემწიფოს პოლიტიკის გამტარებლები დააბიჯებენ ქვეყანაში, ეს ფაქტორია, რის გამოც დღემდე დაუღალავდ ვდგავარ რუსთაველზე და ასე გაგრძლედება საბოლოო შედეგის მიღწევამდე.

რას ეტყოდი ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, რომლბიც ამ ყველაფერს ზედაპირულად აღიქვამენ, ხშირად ონლაინაც აბულინგებენ აქციის მონაწილეებს და ათას სიბინძურეებს აბრალებენ. რა არის თქვენი სათქმელი და როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას შემზღუდავი კანონების ფონზე?

– რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომელიც ჩვენი დამუნათებით არიან დაკავებული და ომის პროპაგანდაში გახვეულები, აუცილებლად კიდევ ერთელ აღვნიშნავ რომ საქართველოში ომი “ქართულმა ოცნებამ”  დიდი ხანია დაიწყო, თავზე ბომბები არ გვაცვივა, მაგრამ გვაქვს გაზრდილი კრიმინალი, მკვლელობეbი, გაუპატიურების ფაქტები, მათ შორის მზარდია რიცხვი არასრულწლოვანთა გაუპატიურება-მკვლელობის, სახელმწიფო სტრუქტურების დაუდევრობას შეწირული ადამინები, როგორც სრულ, ასევე არასრუწლოვნების. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რიცხობრივი ზრდა, კორუფცია, პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, დაბალი ხელფასები, მშიერი ბავშვები, გაზრდილი ქალთა გენოციდი და კიდევ სხვა მრავალი ფაქტი, რაც იმაზე უარესია, რისიც მათ ასე ეშინიათ.

ბოლოს, მივმართავ ყველას, ვისაც კი საქართველოს ბედზე გული შეტკივა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის ამომრჩეველია, ფაქტი ერთი და აშკარაა – ქყვენა გასაჭირშია, მოვუწოდებ გამოფხიზლებისაკენ, თორემ მერე გვიანი იქნება და ვშიშობ დაგვიანებული.

 

სტატია მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.

About Author

დაკავშირებული პოსტები