მთავარი სტატიები სოფლის პროგრამის მონიტორინგის შემდეგ სოფელ აძვში საკრებულოს დეპუტატები ჩავიდნენ

სოფლის პროგრამის მონიტორინგის შემდეგ სოფელ აძვში საკრებულოს დეპუტატები ჩავიდნენ

by GMG

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჩავიდა და “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილეს, მერი კორინთელს შეხვდა. სოფელში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ GMG-ს კვლევა გამოქვეყნდა.

ერთ-ერთი სოფელი აძვიც იყო, სადაც ადგილობრივთა შეფასებით, შესრულებული სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხებს არ შეესაბამებოდა. მონიტორინგის შედეგებიზე საუბრისას, მერი კორინთელი სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებდა.

“მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას საკრებულოს თავმჯდომარე დაგვპირდა რომ გამოკვეთილი პრობლემებით დაინტერესდებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნობოდა. მართლაც რამდენიმე დღეში ჩამოვიდა სოფელ აძვში, პირადად ნახა წინა წლებში სოფლისთვის გამოყოფილი ტანხით რა იყო გაკეთებული. მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ წყლის პრობლემა, რომელიც ძალიან გვაწუხებს აუცილებლად გახდება პრიორიტეტი პირველ რიგში მოსაგვარებელ პრობლემებს შორის. აგრეთვე აღინიშნა რომ სოფელს უახლოეს მომავალში ექნება სამისამართო აბრები”,-აღნიშნა მერი კორინთელმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით შესრულებულ სამუშაოებში ხარვეზები არის, თუმცა თითოეული გამოსწორებადია. თამარ მურალოვა აძველებს დაპირდა რომ გაჟღერებული საკითხების მოგვარების პროცესს მონიტორინგს პირადად გაუწევს.

მაქსიმალურად მივაქცევთ ყურადღებას, სკვერი რომელზეც მერი საუბრობდა დამთავრებული არ არის, სოფლის პროგრამის ახალი ბიუჯეტით გრძელდება ისევ და მივაქცევთ ყურადღებას.

” სკვერი, რომელზეც მოსახლეობა საუბრობდა არ არის დასრულებული და სამუშაოები სოფლის პროგრამის ახალი ბიუჯეტით გრძელდება. რა თქმა უნდა სხვა საკითხებსაც მივაქცევთ ყურადღებას, რაც სოფელს აწუხებს“, – აღნიშნა თამარ მორალოვამ.

“ქართულმა მედია ჯგუფმა” სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მონიტორინგი 10 სოფელში განახორციელა. საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ გამოკვეთილი პრობლემების შესასწავლად სხვა სოფლებშიც ჩავლენ.

About Author

დაკავშირებული პოსტები