ხშირად გვსმენია, რომ რუსეთი “ტრადიციების დამცველია”, ხოლო დასავლეთი “მორალს არღვევს”. ამბობენ, რომ დასავლეთმა საქართველოში “გააფუჭა“ ახალგაზრდობა, რუსეთი კი ოჯახურ ღირებულებებს იცავს. ასეა ეს ნამდვილად? გადაუმოწმებლად რომ იმეორებს ხალხი, განსაკუთრებით კი სოფლად. მოდი, ფაქტებით გავარკვიოთ!
რუსეთი, ვითომ ტრადიციების დამცველი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი განქორწინების და აბორტების მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. რუსეთში პროსტიტუცია ფართოდ არის გავრცელებული და კრიმინალური დაჯგუფებები ადამიანებით ვაჭრობენ, ხშირად – ბავშვებითაც. ეს ფაქტებით და კვლევებით არის დადასტურებული.
დასავლეთში ოჯახი სოციალურ დაცვაზე დგას – ევროკავშირში სახელმწიფოსგან ბავშვის დახმარება, განათლება და სოციალური უსაფრთხოება გარანტირებულია, რუსეთში კი ბავშვები შიმშილით კვდებიან, რასაც რა თქმა უნდა რუსეთის პროპაგანდისტული მედიები მალავენ. რუსეთში, სადაც მთავრობა ვითომ “ლგბტ პროპაგანდას ებრძვის“, მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი ლგბტ ღამის კლუბებითაა სავსე, რადგან კრემლს ფული უნდა და არა მორალი. – ესეც ფაქტებითაა დადასტურებული. ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებაც რა თქმა უნდა კაგტეგორიულად აკრძალულია.
ევროპაში ტრადიციები თავისუფალ არჩევანზე დგას – ოჯახი სახელმწიფოსგან დაცულია და არავინ არაფერს გაძალებს. კიდევ ერთი გავრცელებული მითი სქესის შეცვლა და ერთსქესიანთა ქორწინებაა, რასაც დასავლეთი არც არავის სთხოვს და მოქალაქეთა არჩევანშიც არ ერევა. საქართველოს არავინ არ სთხოვდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას – ეს პროპაგანდაა. ევროკავშირში მთავარი პრინციპია “ცხოვრობდე ისე, როგორც გინდა, სხვისი უფლებების დარღვევის გარეშე” – აქ არც ერთ ეკლესიას, არც ერთ ტრადიციას არავინ ებრძვის.
რეალურად, რუსეთი ჩვენს ტრადიციებს კი არა, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ებრძვის. რუსული პროპაგანდა ცდილობს დაგვაჯეროს, რომ დასავლეთი საქართველოს ცვლის, რეალურად კი რუსეთი გვინგრევს ოჯახებს – ოკუპაციით, ომით, სიღარიბით და ენის, კულტურის ჩახშობით. დასავლეთში ოჯახის დაცვა ნიშნავს სოციალურ უსაფრთხოებას, ბავშვების დახმარებას, ქალთა უფლებებს, ხარისხიან განათლებას – არავის აინტერესებს, ვინ როგორ იცხოვრებს, მთავარია შენი არჩევანი იყოს.
ნუ აყვები რუსულ სიცრუეს – ტრადიციები ქართველებმა უნდა დავიცვათ, არა კრემლმა!
ლიკა თოთლაძე