• შაბ. სექ 7th, 2024

“ფემიციდი და ქალთა უფლებები” – ტრენინგი საქაშეთის დევნილთა დასახლებაში

ByGMG

მაი 6, 2023

საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დღეს ტრენინგი ჩატარდა თემაზე, “ფემიციდი და ქალთა უფლებები”. ტრენინგს უძღვებოდა “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილე, ლიკა მელანაშვილი.

შეხვედრა დასახლების სათემო ცენტრში გაიმართა, რომელიც წინა წლებთან შედარებით მსგავსი აქტივობებით ნაკლებად იტვირთება. ტრენინგის მონაწილე ქალებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია და პირადი მაგალითების განხილვით, თავადაც დაესვათ შეკითხვები.

“გავაცანი ინფორმაცია ზოგადად ადამიანის უფლებების შესახებ. ვესაუბრე, თუ რა მიზეზებითაა აქტუალური ქალთა უფლებებზე და რატომ გახდა საჭირო ამ თემის წინ წამოწევა. განვუმარტე ფემიციდის მნიშვნელობა, გავაცანი მისი ფორმები და უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები. მათი ინტერესი გამოიწვია ასევე ძალადობისგან დაცვის საშუალებებმა და ქვეყანაში მოქმედმა მექანიზმებმა. დისკუსიის ნაწილში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. გაგვიზიარეს პირადი გამოცდილებები და დაფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები ამ თემის ირგვლივ. დასკვნით ნაწილში მათ შეკითხვებსაც ვუპასუხე”, – აღნიშნა ლიკა მელანაშვილმა.

დევნილთა დასახლებებში მსგავსი შეხვედრები “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის, “ქალები დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია “ფონდი ტასო”.

About Author

By GMG