მთავარი რეპორტაჟი ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად გორში “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა

ქალებისა და გოგოების გასაძლიერებლად გორში “თანასწორობის კუთხე” გაიხსნა

by GMG

დაე, იკითხოს თავისუფლებამ“, – გორის ხელოვნების სახლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და გამომცემლობა „ინტელექტის“ ერთობლივი ინიციატივით „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და ხელოვნების სახლს ასამდე წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.

წიგნები, რომელიც ახალგაზრდებს გადაეცათ, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალურ ღირებულებებთან დაკავშირებით.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.  ინიციატივა გულისხმობს სკოლების, ადგილობრივი ბიბლიოთეკების და ახალგაზრდების თავშეყრის სხვადასხვა სივრცეების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას. პროექტი შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

About Author

დაკავშირებული პოსტები