“ქალთა სოლიდარობის ცენტრი” უერთდება 21 აპრილს, 16 საათზე დაგეგმილ აქციას “რუსული კანონის” წინააღმდეგ და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალმა, დედამ და ზოგადად მოქალაქემ გაიაზაროს თუ რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება მომავალი თაობა ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ახლა შიშის და სამსახურების შენარჩუნებაზე ფიქრის დრო არაა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გამბედაობა და ხალხის ნების წინააღმდეგ წასული ხელისუფლების შეჩერებაა. გახსოვდეთ, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდეგ ვეღარავინ დაგიცავთ, საქართველოს ისტორია ახლა იწერება და როგორც ყველა საქმეში, ქალების როლი ახლაც უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია “, – აცხადებენ ქალთა სოლიდარობის ცენტრის წარმომადგენლები.
“რუსული კანონი” მოქალაქეებმა გორში, 18 აპრილსაც გააპროტესტეს. 21 აპრილს დაგეგმილი გამოსვლაც იმავე ლოკაციაზე, გორის ციხესთან, ლომჭაბუკის სკვერში გაიმართება.