ის, ვინც უსამართლობაზე თვალს ხუჭავს ამ პროცესის მონაწილე ხდება. ჩვენ დღესდღეობით, ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უსამართლობას და ჩაგვრას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. მსოფლიოში უამრავი ქალი იტანჯება სასტიკი მოპყრობით. ნებისმიერი გოგონა თუ ქალი შეიძლება ადრეული ასაკიდანვე გახდეს უსამართლობოს თუ ძალადობის მომსწრე, ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზროს. მსხვეროლს ამ დროს შინაგანი პროტესტის, უსუსურობის, და დაუცველობის შეგრძნება ეუფლება საკუთარ თავში.
ჩვენს გარშემო ხშირად ხდება გოგონებზე თუ ქალებზე ძალადობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ბევრი ქალი ღიად არ საუბრობს ან უმეტეს წილად სირცხვილად მიაჩნიად ამ ყველაფერზე ღიად საუბარი. იცავენ “ოჯახის ღირსებას” და მოძალადეს.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქალის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. არავის აქვს მისი შევიწროების და პირადი საქმიანობის უგულებელყოფის უფლება. ამიტომ ქალები არ უნდა გაჩუმდნენ, საკუთარი უფლებებისთვის უნდა დაარღვიონ სიჩუმე და გამოვიდნენ ტრადიციული სტიგმების მარწუხებიდან.
საბედნიეროდ საქართველოში ჯერ ისევ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურები, რომლებიც ქალებს უფასოდ სთავაზობს ადვოკატის მომსახურებას. ეს იქნება ფიზიკური, სექსუალური თუ სხვა სახის. მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს თავშესაფარი, სადაც რეაბილიტაციას შეძლებს.
ძალადობას არავითარ შემთხვევაში არ აქვს გამართლება! მოძალადე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ისეთ სოციუმში, სადაც საზოგადოების ნაწილი მოძალადეა, განსაკუთრებით ფსოქოლოგიური კუთხით. ხშირად გვესმის, რომ სხვის პირადში არ უნდა ჩავერიოთ, პირადი კი თუნდაც ოჯახში მის მიმართ შეურაცხყოფა და ძალადობაა, ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს, სიჩუმე დანაშაულია! ადამიანები, რომლებიც ძალადობას ამართლებენ, არიან ამ დანაშაულში მონაწილეები. ქალი არ უნდა გაჩუმდეს, არ უნდა მოითმონოს არანაირი ჩაგვრა და დისკრიმინაცია, სხვა შემთხვევაში თავადვე აღზდრიან მოძალადე შვილებს, გოგონებს კი გაჩუმებას და ძალადობასთან შეგუებას ასწავლიან, შემდეგ კი ამ ყველაფერს ოჯახში ნორმად დაუწესებენ.
ირინა ხმიადაშვილი