ქალებთა მიმართ ძალადობა ოდიდგანვე დიდ პრობლემად ითვლებოდა და დღემდე ასეა. კაცობირიობის ისტორიაში ქალი მიიჩნეოდა, როგორც “სუსტი სქესის” წარმომადგენელი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ქალს დიდი შრომა, ძალისხმევა სჭირდება მიაღწიოს განსაზღვრულ მიზანს, ორმაგად და სამმაგად უნდა გაუმკლავდეს შემხვედრ პრობლემებს, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისა თუ ტრადიციების წყალობით გვერგო.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა შევეცადოთ, რომ მივიღოთ ამ სიტუაციის გაუმჯობესებაში მონაწილეობა, თითოეული ჩვენთაგანის მიერ ერთი დადგმული აგური ამ საქმეში ვფიქრობ დიდ შედეგს მოგვცემს. ამიტომ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, როგორც ცნობიერების ამაღლება, ისე მოქმედება, თითოეული ჩვენგანის ჩართულობისთვის ამ პროცესში.
ახალგაზრდებისთვის დღევანდელ რეალობაში ახალი გამოწვევებია, რომლისგანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი დავიცვათ. ამ მიზნით არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც ქალებს ეხმარებიან საკუთარი თავის რეალიზაცებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ჰქონდეთ საკუთარი შემოსავლის წყარო. მთავარი მაინც გაბედულობაა, რომ ქალებმა შეძლონ სირთულეების გასამკლავებლად შესაბამისი უნარების გამომუშავება.
მარი გაბლიშვილი