მთავარი სიახლეები ქალთა გაძლიერება და გენდერულად ინკლუზიური მომავლის ფორმირება – WIC -ის ღონისძიება ნიუ-იორკში

ქალთა გაძლიერება და გენდერულად ინკლუზიური მომავლის ფორმირება – WIC -ის ღონისძიება ნიუ-იორკში

by GMG

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ხმა ნიუ-იორკამდე მივიდა. გაეროს სტატუსის კომისიის (CSW)  რიგით 68-ე სესიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ნათლად წარმოჩინდა ის მიღწევები და საჭიროებები, რისთვისაც ორგანიზაცია ქალთა უფლებების გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე იბრძვის. 

ღონისძიებას საერთაშორისო საზოგადოება, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიოში მოღვაწე ქალთა უფლებადამცველები ესწრებოდნენ. მთვარ ხაზად კი მას ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილისა და კარიკატურისტ ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები გასდევდა, რაჭიდან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, ქალების შესახებ. ფოტოები და კარიკატურები ეხმიანება სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებს და მათი რეალური ყოფის გამოძახილია.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალების მიერ შექმნილი თოჯინები, რაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კარგი მაგალითია და ამავდროულად, ხაზს უსვამს ქართულ კულტურას.

გენდერული მეინსტრიმინგი საქართველოში, ქალების გაძლიერება და ინკლუზიური პოლიტიკის ხეშეწყობა, მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა შესახებაც, ერთის მხრივ, გაზიარდა გამოცდილება და კარგი პრაქტიკები, მეორე მხრივ კი გაიმართა დისკუსიები, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით.

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის წლევანდელ  სესიაში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მონაწილეობას და ღონისძიებას მხარს უჭერდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და დანიური ორგანიზაცია KVINFO. 

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის  სხდომა (CSW) ყოველ წელს იმართება და მას წევრი ქვეყნების წარმოამდგენლები, გაეროს სააგენტოები და ECOSOC-ის აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. კომიტეტზე განსახილველად, წელს, პრიორიტეტული თემაა ინვესტიციები ქალთა ლიდერობაში: აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესების გაძლიერება ქალთა მონაწილეობით.  გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას. კომისიის 69-ე სხდომა მომავალ წელს გაიმართება.

About Author

დაკავშირებული პოსტები