მთავარი სიახლეები ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობა – ტრენერთა ტრენინგისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობა – ტრენერთა ტრენინგისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

by GMG

IREX საქართველოს ოფისი პროგრამის “Transform” ფარგლებში იწყებს მონაწილეთა შერჩევას, ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 11-14 აპრილს, კახეთში (ამბასადორი კაჭრეთი) ჩატარდება.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 15 მონაწილე შეირჩევა, რომელიც:
– წარმოადგენს ორგანიზაციას
– აქვს ტრენინგების ჩატარების გარკვეული გამოცდილება
– მზად არის მიიღოს ახალი ცოდნა, რომელსაც შემდგომში გაავრცელებს საკუთარ რეგიონში
– მზად არის ტრენინგის გავლის შემდეგ გახდეს სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც იმუშავებს სხვა თემებზე, რომელიც წამოიჭრება TFGBV გარშემო. 
(ასაკის ქვედა ზღვარი 18 წელია, თუმცა ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის)

“გამგზავრება მოხდება 11 აპრილს, ხოლო დაბრუნება 14 აპრილს. შერჩეული მონაწილეები სრულად უნდა დაესწრონ ტრენინგის ყველა დღეს. პროგრამა უზრუნველყოფს ადგილობრივი ღობისძიებებისას მონაწილეთა კვებას და შესაბამის სატრენინგო მასალებს. წლის მანძილზე მონაწილეებს ჩაუტარდებათ 3 ონლაინ ტრენინგი კიბერუსაფრთხოების და ანგარიშვალდებულების საკითხებზე. პროგრამა სრულად ფარავს მონაწილეთა მგზავრობას თბილისიდან სატრენინგო ლოკაციაზე და უკან, კვებას და განთავსებას. პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი“,-აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

ტრენინგის თემები:
– ციფრული დემოკრატია და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობა
– ციფრული უსაფრთხოება ინდივიდუალურ დონეზე
– ციფრული უსაფრთხოება ორგანიზაციულ დონეზე
– ძალადობაგამოვლილ პირებთან მუშაობა და ტრავმაინფორმირებული მიდგომები
– ფსიქოსოციალური მხარდაჭერა
– ტრენინგის ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 18 მარტამდე, უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/glwAQ

პროგრამის შესახებ:
Transform არის სამწლიანი გლობალური საპილოტე ინიციატივა, რომელიც მხარს დაუჭერს პრაქტიკული მიდგომების შემუშავებას, რათა მოხდეს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ძალადობის (TFGBV) თავიდან აცილება, შემცირება და აღმოფხვრა, განსაკუთრებული ფოკუსით იმ შემთხვევებზე, რომელიც მიზანმიმართულად ფოკუსირებულია საჯარო ცხოვრებასა და პოლიტიკაში აქტიური ქალების მიმართ.

About Author

დაკავშირებული პოსტები