მთავარი სიახლეები ქალთა ფსიქორეაბილიტაციისთვის, შიდა ქართლში ახალი პროგრამა იწყება

ქალთა ფსიქორეაბილიტაციისთვის, შიდა ქართლში ახალი პროგრამა იწყება

by GMG

თუ ცხოვრობ შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში (ერგნეთი, ზერტი/კირბალი, კოშკა/გუგუთიაანთკარი, მერეთი, კარალეთი, გარეჯვარი, ქერე, ბერშუეთი, კნოლევი, ტყვიავი,ზემო და ქვემო ნიქოზი, დიცი,არბო,ფლავი,ფლავისმანი,ქვეში,ახალუბანი, მეჯვრისხევი, აძვი, ტირძნისი, ცერონისი, დვანი, დირბი, ჭვრინისი) ან დევნილთა დასახლებაში (ახალსოფელი (ქარელი) შავშვები , ვერხვები, კარალეთი, ხურვალეთი , ბერბუკი, საქაშეთი, სკრა, მოხისი, მეტეხი, თელიანი, გორი ანწუხელიძის ქუჩის და ყოფილი სისხლის ბანკის ტერიტორიაზე განსახლებული დევნილები) და ხარ 18 წლის ზევით ასაკის მქონე გოგონა/ქალი, საშუალება გაქვს ჩაერთო პროექტში “ეფექტური ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შიდა ქართლში 2008 წლის ომის შედეგად დასაზარალებულებისთვის.”

პროექტი ხორციელდება  The Trust Fund for Victims  მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს GCRT, ქალთა ასოციაცია “თანხმობა”-სთან და ინდიგოსთან ერთად და მიზნად ისახავს  2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ქალების და ახალგაზრდების  ფსიქორეაბილიტაციას,  სასიცოცხლო უნარების გაძლიერებას და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. 

პროგრამა მოიცავს :

  • სხვადასხვა თემატურ ტრენინგებს
  • ფსიქოლოგის მხარდაჭერას
  • იურისტის მხარდაჭერას
  • სამედიცინო მხარდაჭერას
  • ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ფინანსურ მხარდაჭერას

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2024 წლის 19 მაისი. 18:00 საათამდე: https://shorturl.at/gkJST

About Author

დაკავშირებული პოსტები