36
საქართველოში ქალთა მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა კვლავ სერიოზული გამოწვევაა. სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევები მაღალ ნიშნულზე რჩება. მიუხედავად კანონმდებლობისა, ქალები ყოველდღიურად ხვდებიან სისტემურ ბარიერებს – მათ შორის, ძალადობის მსხვერპლთა არასაკმარისი მხარდაჭერა, სოციალური სტიგმა და სამართლებრივი პროცედურების სირთულეები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ქალებს ნაკლები წვდომა აქვთ იურიდიულ და ფსიქოსოციალურ დახმარებაზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებს ეთმობა გადაცემა “ქალის ხმა” – ლელა ლობჟანიძესთან ერთად, რომლის სტუმარია იურისტი, გურანდა ქურდოვანიძე.
გადაცემა მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში.