მთავარი გადაცემები “ქართულმა მედია ჯგუფმა” პროექტის დასკვნით შეხვედრაზე, აქტივობების შედეგები შეაჯამა

“ქართულმა მედია ჯგუფმა” პროექტის დასკვნით შეხვედრაზე, აქტივობების შედეგები შეაჯამა

by GMG

“ქალები დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობისთვის” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც “ქართულმა მედია ჯგუფმა” შიდა ქართლში, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით განახორციელა, ბერბუკი, შავშვები, კომბინატის დასახლება, სკრა, კარალეთი, მოხისი, წეროვანი, ხურვალეთი, საქაშეთი, მეტეხი – ეს ის ლოკაციებია, სადაც დევნილი მოსახლეობა 15 წელია ცხოვრებას აგრძელებს.

2008 წლის ომის შემდეგ, ყოფითი პრობლემების მთელი სიმძიმე ქალებზე გადავიდა, აღნიშნული პროექტი სწორედ მათ გასაძლიერებლად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც კონკურსის წესით შერჩეულ მონაწილეებს დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობაზე სატრენინგო კურსი ჩაუტარდათ. მათ უკვე ტრენერის სერტიფიკატი აქვთ და საკუთარ დასახლებებში ტრენინგებს დამოუკიდებლად ატარებენ. 10 თვიანი პროექტის შედეგები “ქართულმა მედია ჯგუფმა” დასკვნით შეხვედრაზე შეაჯამა.

About Author

დაკავშირებული პოსტები