მთავარი პარტნიორები ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ქალებმა ტირძნისში ფრენბურთი მიუძღვნეს

ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ქალებმა ტირძნისში ფრენბურთი მიუძღვნეს

by GMG

ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას ტირძნისის თემში მცხოვრები ქალებიც შეუერთდნენ. ადგილობრივი ორგანიზაციის, “შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისთვის” ინიციატივით, ფრენბურთის თამაშში მონაწილეობა ადგილობრივმა ქალებმა მიიღეს. “ძალადობა დანაშაულია” და “დაიცავი შენი უფლებები” – ეს იყო მთავარი ლოზუნგები, რომლებსაც აქტივობის დროს ქალები აჟღერებდნენ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.

About Author

დაკავშირებული პოსტები