სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის 16-21 აპრილს საქართველოში ჩატარდა ტრეინინგი “EmpowerED: ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა ვიშეგრადის ქვეყნების ექსპერტიზის გაცვლის გზით”.
პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა ლიდერები და სამოქალაქო, საგანმანათლებლო და მედია ორგანოზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მოლდოვადან და სომხეთიდან. საქართველოდან, პროგრამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები შიდა ქართლის რეგიონიდან.
პროგრამა მოიცავდა ორ მოდულს: ტრენინგი მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის საკითხებთან ბრძოლის თემაზე და ტრენერთა ტრენინგი
შეხვედრებს უძღვებოდნენ ექსპერტები პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან , მოლდოვადან და სომხეთიდან .
“პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დეზინფორმაციის საფრთხის შერბილებას საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში. პროექტს აფინანსებენ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობები ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით, საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდიდან. პროექტი თანადაფინანსებულია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ“, – განმარტეს ორგანიზატორებმა.