მთავარი სიახლეები დევნილთა სათემო ცენტრებში მშვიდობისა და დემოკრატიის თემებზე ტრენინგები ჩატარდება

დევნილთა სათემო ცენტრებში მშვიდობისა და დემოკრატიის თემებზე ტრენინგები ჩატარდება

by GMG

სატრენინგო კურსი, რომელიც დევნილმა ქალებმა გაიარეს დასრულდა. დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისგან 5 თვის განმავლობაში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ისინი დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობაზე სხვებაც ესაუბრებიან.

“ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 10 ლიდერი ქალი შეირჩა და შესაბამისი მიმართულებით გადამზადდნენ. ამჟამად კი ისინი თავად იქნებიან ტრენერები და დევნილთა დასახლებებში უფუნქციო სათემო ცენტრებს აღნიშნული შეხვედრებით აამოქმედებენ. პროექტში დევნილი ქალები შიდა ქართლის თითქმის ყველა დევნილთა დასახლებიდან მონაწილეობენ. მათი განმარტებით, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს და მზად არიან მიღებული ცოდნა სხვა დევნილებსაც გაუზიარონ.

About Author

დაკავშირებული პოსტები