• სამ. ოქტ 8th, 2024

“დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისგან მიღებულ ცოდნას სხვა დევნილებსაც გავუზიარებთ” – ლიკა მზარეულიშვილი

ByGMG

თებ 7, 2023

ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგები გავიარეთ. შევხვდით სხვადასხვა პროფილის მქონე კვლაიფიციურ ექსპერტებს და მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც დევნილთა დასახლებებში ტრენინგები უნდა ჩავატაროთ.

ყველა თემა, რაც “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით გავიარეთ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე იყო ძალიან საჭირო. თითოეული შეხვედრა გაძლევს გარკვეულ ცოდნას და ახალ შესაძლებლობას იმისთვის, რომ გავიზარდოთ, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეჩვევი, როგორც დამოუკიდებელ, ასევე გუნდურ მუშაობას. ეცნობი სიახლეებს, უზიარებ სხვას შენს ცოდნას და ასევე იღებ უკურეაქციას. გარდა ტრენინგებისა ვისწავლეთ კამერასთან მუშაობა, მონაწილეობა მივიღეთ ამ პროექტის ფარგლებში მომზადებულ სპეციალურ გადაცემაში.

ვფიქრობ,ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება ვინაიდან, მსგავსი ინფორმაციების მიწოდება ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობებისთვის, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ხდება. შესაბამისად, ყველა კურსდამთავრებულის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მივაწვდინოთ ხმა ჩვენს თანატოლებს,მეგობრებს,თანამოქალაქეებს რეალობის შესახებ, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება.

ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება საშუალება მიმეღო და გამეზიარებინა ცოდნა სხვა ადამიანებისთვის. ვფიქრობ დევნილი ქალებისთვის მსგავსი პროექტების არსებობა მნიშვნელოვანია.

ლიკა მზარეულიშვილი, პროექტის მონაწილე

About Author

By GMG