101
26 ოქტომბერს, საქართველოში ელექტრონული არჩევნები ჩატარდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული კენჭისყრით გაიმართება, ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას მისცემს ელექტრონული აპარატების გამოყენებით. ამ საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით,”ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ინიციატივით, ონლაინ შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე გაეცნობით შემდეგ საკითხებს:
- რით განსხვავდება ელექტრონული კენჭისყრა ადრე არსებული ხმის მიცემის პროცედურისგან
- როგორ ხდება საარჩევნო უბანზე რეგისტრაცია
- როგორია ბიულეტენის შევსების წესი
- რას ვაკეთებთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენის შევსების შემდეგ
- რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჩვენი ხმა იყოს დაცული.
მოწეული ექსპერტი, იურისტი ირმა პავლიაშვილია, ხოლო ფასილიტატორი – WIC – ის ხელმძღვანელი – ელენე რუსეცკაია.
პრეზენტაცია – დისკუსია 23 ოქტომბერს, 16:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმით გაიმართება:
Join Zoom Meeting
https://us06web.zoom.us/j/86034685336…
Meeting ID: 860 3468 5336
Passcode: 721966