• შაბ. სექ 7th, 2024

მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმდა – 26 წლის ქალს დახმარება სჭირდება

ByGMG

თებ 11, 2024

ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, 26 წლის ლანა მურადიანს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა 22 ოქტომბერს ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმდა. განვითარდა სეფსისი, გაეთიშა ორივე თირკმელი, რამაც სხვა გართულებებიც გამოიწვია.

“ოქტომბერში იმშობიარა და ქვეყანას მოევლინა ლანას მეორე ანგელოზი. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გართულდა (კლინიკის პასუხია, რომ მათგან “შეუმჩნევლად” მიმდინარეობდა პროცესი, რომელიც თვითონაც არ იციან), რის გამოც ის რეანომობილით გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შემდეგი დიაგნოზებით: 1.სეფსისი 2.ორივე თირკმლის უკმარისობა 3.ფილტვის უკმარისობა(პნევმონია) 4.ღვიძლის უკმარისობა 5. ანემია. აღნიშნულ კლინიკაში ლანას დასჭირდა დიალიზი და ამ რიგი პრობლემების ფონზე გაეთიშა გულის კუნთი. ამჟამად, ის თურქეთის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მკურნალობისთვის 5 დღეში საჭიროა 18 000$, საიდანაც საზოგადოების დახმარებით მხოლოდ 7800 $-ის შეგროვება შევძელით,“-აცხადებენ ლანას ახლობლები. 

ამ ეტაპზე ფინანსური რესურსი ოჯახს აღარ გააჩნია, რის გამოც დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. დახმარების მსურველებს ნებისმიერი ოდენობის თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ: 

საქართველოს ბანკი : GE96BG0000000917376000

თი ბი სი ბანკი: GE29TB7764445061100068

მიმღები: ციცინო ქობესაშვილი

About Author

By GMG