მთავარი ბლოგი მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ყველას, რომ ძალადობა დანაშაულია! – ლიკა თოთლაძე

მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ყველას, რომ ძალადობა დანაშაულია! – ლიკა თოთლაძე

by GMG

წლებია ვებრძვით ქალთა მიმართ ძალადობას, ამისთვის სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა კამპანია, რომლებიც ქალთა ცხოვრების გაუმჯობისკენაა მიმართული.  არაერთი ორგანიზაცია ცდილობს დაზარალებული ქალების სათქმელი თქვან და გამოიტანონ სააშკარაოზე, არა იმიტომ რომ ამ ყველაფერს დამცირება და ჩაქოლვა მოჰყვეს, არამედ იმიტომ რომ სოლიდარობა და მხარდაჭერა, ბრძოლა და გადარჩენა, გამოსავლის მოძებნა შესთავაზონ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ძალადობის მსხვერპლებს.

იმისთვის, რომ ძალადობის ჭაობში უფრო ღრმად არ აღმოჩნდეს ქალი და დახმარების ნაცვლად, უფრო მეტად ჩაძირვა არ გამოიწვიოს საზოგადოების დამოკიდებულებამ.

ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც იტანენ სხვადასხვა სახის ძალადობას, ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სახის, არიან დედები, მშობლები და ქალები, რომლებიც ჩუმდებიან. უამრავი მიზეზია მათი გაჩუმების, რეალობა ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. გამოსავალი ცნობიერების ამაღლებაა. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და დავეხმაროთ სხვა ქალებს.

ქალად დაბადება დანაშაული და პრობლემა არაა! ვისწავლოთ საუბარი პრობლემებზე. ქალებსაც აქვთ უფლება მიიღონ განათლება, აირჩიონ სასურველი პროფესია, დაინიშნონ მაღალ თანამდებობებზე, მიაღწიონ წარმატებას და აიხდინონ ოცნებები. სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება – ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს ასრულებს საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, სწორედ მათი ჩართულობით უნდა აღმოიფხვრას მსგავსი პრობლემები. მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ყველას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია!

 

ლიკა თოთლაძე

 

About Author

დაკავშირებული პოსტები