მთავარი სიახლეები ონლაინ მედია წიგნიერების კურსი დაინტერესებული პირებისთვის

ონლაინ მედია წიგნიერების კურსი დაინტერესებული პირებისთვის

by GMG

სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სასწავლო კურსი შემუშავდა პროექტის “EmpowerED: ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა ვიშეგრადის ქვეყნების ექსპერტიზის გაცვლის გზით” ფარგლებში.

კურსის მიზანია, დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მედია წიგნიერებისა და დეზინფორმაციის უკეთ გაგებაში. ინფორმაციული რესურსი ხელმისაწვდომია ინგლისურ, ქართულ, სომხურ და რუმინულ ენებზე, რაც მას ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სასწავლო მასალა შემუშავდა დარგის სპეციალისტებთან ერთად პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან , მოლდოვადან  და სომხეთიდან.

 

“პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დეზინფორმაციის საფრთხის შერბილებას საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში. პროექტს აფინანსებენ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობები ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით,  საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდიდან. პროექტი თანადაფინანსებულია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ”, – განმარტავენ სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.

About Author

დაკავშირებული პოსტები