21 მარტს, 13:00 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი: იერუშალაიმის ქ. N18) “ქართული მედია ჯგუფი” ჟურნალისტიკის დღეს უმასპინძლებს. ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები დაესწრებიან.
შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები ისაუბრებენ პროფესიის არჩევის საფუძვლებზე, ჟურნალისტიკის გამოწვევებსა და საჭირო უნარ-ჩვევებზე. საუბარი შეეხება ასევე საერთაშორისო გამოცდილებას და ცხელ წერტილებში მუშაობის ისტორიებს.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ჟურნალისტებს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვან და ამ სფეროს მნიშვნელოვან თემებზე პასუხები მოისმინონ.
ამავე დღეს “ქართული მედია ჯგუფის” ახალი გაზეთის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოებას, გამოცემის მიზნებსა და მათი ჩართულობის მნიშვნლობას გაუზიარებენ.
პროექტის მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”.