35
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის შესაძლებლობები ახალი უნარებით – ეს იყო დღევანდელი შეხვედრის თემა, რა დროსაც, “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის მონაწილეებმა AI – ს რამდენიმე აპლიკაცია დატესტეს და მათი პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა განსაზღვრეს.
ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს პერიოდში ხელოვნური ინტელექტი ბევრ სამუშაო ადგილს გააქრობს, თუმცა ფუნქციის გარეშე ის ადამიანები არ დარჩებიან, რომლებიც მუშაობას საკუთარ სფეროებში, სწორედ AI – ის გამოყენებით გააგრძელებენ.