26
იდეალური ცოლი” და “იდეალური დედა“ – საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა თუ დაწესებული “ნორმების“ თვითნებურად შესრულება, რაც ხშირად სტრესის, შფოთვითი აშლილობისა და ჭარბწონიანობის მიზეზი ხდება. რის ფასად ცდილობენ ცოლები/დედები სხვისი მოლოდინების დაკმაყოფილებას და სად იკარგება “ქალის ხმა” ყოველდღიურ რუტინაში? – ამ საკითხებს მიმოიხილავს გადაცემაში შორენა ბიჭიკაშვილი, რომლის სტუმარია ფსიქოლოგი ფატი ფარნიაშვილი.
მასალა მომზადდა პროექტის ფარგლებში – “სამოქალაქო ჩართულობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში გაეროს სამოქალაქო სივრცის მხარდამჭერი ერთიანი თემატური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს. პოდკასტში წარმოდგენილი ინფორმაცია და მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს ან/და მისი რომელიმე სააგენტოს მოსაზრებებს.
