მთავარი სიახლეები სახელმწიფო ვალდებულია გამოვიდეს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან – თამარ მურალოვა “აგენტების კანონზე”

სახელმწიფო ვალდებულია გამოვიდეს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან – თამარ მურალოვა “აგენტების კანონზე”

by GMG

ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ამბობს, რომ დოკუმენტს სიღრმისეულად არ გასცნობია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა თვლის, რომ საზოგადოებამ უფრო ნათლად უნდა წარმოაჩინოს საშიშროებები, თუ კი ამას ხედავს.

“კარგი იქნება საზოგადოებამ ისაუბროს, თუ სად ხედავს საშიშროებას, უფრო მარტივი გახდება მსჯელობა. თუმცა, ბოლო დღეების მანძილზე, როგორც ვხედავ ატეხილი ხმაური ტრიალებს სახელწოდება “აგენტის” ირგვლივ. აგენტი არის პირი, რომელიც მოქმედებს ვინმეს დავალებით; მე ყურში ცუდად არ მომხვდა ეს სიტყვა, რადგან ხშირად მესმის, სოციალური აგენტი, სადაზღვევო აგენტი, გავლენის აგენტი და ა.შ. როგორც გავიგე პროექტი ამერიკული ვერსიიდანაა გადმოტანილი, ასევე საინტერესოა ვენეციის დასკვნა რა იქნება. წინდაწინ რატომ ვხმაურობთ, მეტი გამჭვირვალობა, მეტი დემოკრატია, მეტი ცნობადობა, ნაკლები კითხვის ნიშნები ყველგან. ვფიქრობ, თვით აღნიშნული ორგანიზაციების ამოსავალი წერტილიც ეს არის. წინ კიდევ განხილვები, მოსმენები იქნება და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. სახელმწიფო ვალდებულია გამოვიდეს ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან და არა სხვა კონკრეტული ჯგუფებიდან. როგორც ვიცი, ფიზიკურ პირს არ ეხება ეს საკითხი. ყველაფერი დალაგდება, ისე როგორც სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას”, – აღნიშნა თამარ მორალოვამ.

About Author

დაკავშირებული პოსტები