მთავარი რეპორტაჟი ქალები დისკრედიტაციის პირისპირ – ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში

ქალები დისკრედიტაციის პირისპირ – ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში

by GMG

თანამედროვე ციფრული მედია პლატფორმების განვითარება ინფორმაციის მარტივად და სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს, თუმცა, ამავდროულად, ახალ კომპლექსურ გამოწვევებსაც აჩენს. ერთ-ერთი ამგვარ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული დეზინფორმაცია (Gendered Disinformation), რომელიც ინტენსიურად არის წარმოდგენილი ტრადიციულ და ახალ მედიასივრცეებში.

გენდერული დეზინფორმაცია გულისხმობს სქესის საფუძველზე, მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ან დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც ძირითადად ქალებისკენ არის მიმართული. მისი მიზანია ქალების დისკრედიტაცია, სტიგმატიზაცია, საზოგადოებაში მათი როლის, გავლენის შემცირება და საერთო სოციალურ დისკურსში მათი შესაძლებლობების აღქმის ფორმირებაზე უარყოფითი ზეგავლენა. აღნიშნული ფენომენი არა მხოლოდ ქალების, როგორც ინდივიდების რეპუტაციას ლახავს, არამედ საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას და უთანასწორობის გამყარებას უწყობს ხელს.

 

About Author

დაკავშირებული პოსტები