მთავარი სიახლეები ქალები უსაფრთხოებასა და მშვიდობის მშენებლობაში – კონფერენცია პოზიტიური ცვლილებებისთვის

ქალები უსაფრთხოებასა და მშვიდობის მშენებლობაში – კონფერენცია პოზიტიური ცვლილებებისთვის

by GMG

დასრულდა 2-დღიან კონფერენცია, თბილისში, რომელიც იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობას”  პროექტის, “ერთად ჩვენი უფლებებისთვის” ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციის პირველი დღე მიეძღვნა იმ წვლილს, რომელიც  ქალებსა და ახალგაზრდებს  ქვეყნის განვითარების პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაში შეაქვთ. კონკრეტულად, კი მონაწილეობენ მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

პირველ პანელზე საუბარი შეეხო გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებული სიტუაციას, სადაც მომხსენებლებმა მიმოიხილეს არსებული ჩარჩო პირობები, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, მშვიდობის მშენებლობა, გამოწვევები და შესაძლებლობები, ხოლო მეორე პანელში აქცენტები გაკეთდა ქალებისა და ახალგაზრდების, როგორც პოზიტიური დღის წესრიგის შემქმნელების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი “ქართული მედია ჯგუფის” ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური იყო, რომელმაც კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” წარუდგინა, რომლის აღდგენა ორგნიზაიამ კატო მიქელაძის გაზეთის მიხედვით, “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით შეძლო. მედიის როლთან ერთად მან ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების საჭიროებებსა და ახალგაზრდების სოფლებიდან გადინების საფრთხეებზე, რაზეც საუბარი დისკუსიის ნაწილშიც გაგრძელდა.

კონფერენციის მეორე დღე კი იძულებით გადაადგილებულ პირთა  სიტუაციისა და მათი პერსპექტივების განხივლას დაეთმო საქართველოში. ამასთან, შეკრებილმა საზოგადოებამ უკრანიდან ომის შედეგად გადაადგილებულ ქალთა  პრობლემებსა და მიღწევებზეც იმსჯელა.

ღონისძიება 24-25 აპრილს, “Bread for the World”-ის მხარდაჭერით გაიმართა.

About Author

დაკავშირებული პოსტები