80
ა(ა)იპ “ქალთა სოლიდარობის ცენტრმა”დღეს ახალი წარმომადგენლობა დაამტკიცა:
- ლილი თოთლაძე
- ლიკა მზარეულიშვილი
- მერი კორინთელი
- მარიამ ვალიშვილი
- მარი გაბლიშვილი
ახლადარჩეული გამგეობის გადაწყვეტილებით, 3 წლის ვადით ორგანიზაციას ლილი თოთლაძე უხელმძღვანელებს. WSC-ის ხუთივე წარმომადგენელს ქალთა საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაცია მთელი რეგიონის მასშტაბით, სოფლად მცხოვრებ იმ ქალებთან იმუშავებს, რომლებსაც ამ დრომდე მსგავს შესაძლებლობებზე ხელი არ მიუწვდებოდათ.
“ქალთა სოლიდარობის ცენტრი” (WSC) საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და რეგიონში, ქალთა გაძლიერებისთვის, საინტერესო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.