56
– რა საჭიროებები აქვთ საპენსიო ასაკს მიღწეულ ქალებს, როგორია მათ მიერ გავლებული პარალელები ძველ და ახალ თაობებს შორის, რა როლი აქვთ ქალებს კონფლიქტების მოგვარების პროცესში – ამ საკითხების განხილვას ეთმობა გადაცემა “ქალის ხმა” – ლელა ლობჟანიძესთან ერთად, რომლის სტუმარია მწერალთა კავშირის წევრი – ფისო ოლგესაშვილი.
გადაცემა მომზადებულია შვედურ ორგანიზაციასთან (Civil Rights Defenders) პარტნიორობის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის “ქართულ მედია ჯგუფს” და შესაძლოა არ ემთხვეოდეს CRD -ის ოფიციალურ პოზიციებს.