მთავარი ჩვენ შესახებ “ქართული მედია ჯგუფის” შესახებ

“ქართული მედია ჯგუფის” შესახებ

by GMG

“ქართული მედია ჯგუფი” – 2014 წლის 17 ოქტომბერს, შიდა ქართლში მოქმედმა ჟურნალისტებმა და იურისტებმა დააფუძნეს. ორგანიზაციის მიზანია, რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ქალების, ასევე ომით დაზარალებული მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება/ადვოკატირება, მათი ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა, ქალთა უფლებების დაცვა და ზოგადად, დემოკრატიის განვითარებისთვის ხელშეწყობა. “ქართულ მედია ჯგუფი” ხელს უწყობს რეგიონში თანასწორობის დაცვას, ორგანიზაციას გააჩნია სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი:


“ქართულმა მედია ჯგუფმა” მხარდაჭერა, სხვადასხვა ფონდების მხრიდან, დაფუძნების პირველივე წელსვე მოიპოვა. ამ დრომდე ორგანიზაციამ არაერთი პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც საკუთარი უფლების, შესაძლებლობისა თუ არსებული რესურსის/სერვისის შესახებ ინფორმაცია 100-ზე მეტ ქალეს მიეწოდა.

ისინი ამჟამადაც აქტიურად ერთვებიან GMG – ს აქტივობებში, სასიკეთო ცვლილებების მიზნით. 2021 წელს, მათ გასაერთიანებლად “ქართულმა მედია ჯგუფმა” შექმნა “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით შიდა ქართლში “ფემინისტური მოძრაობა”, რომელთა წევრების რაოდენობა სისტემატურად მზარდია.

თემის ლიდერი ქალები ადგილზე არსებულ საჭიროებებზე სპეციალურად მათთვის მომზადებულ გადაცემაშიც საუბრობენ და თავადვე ქმიან ბლოგებს, ფოტო-ვიდეო ისტორიებს, რომელსაც GMG სხვადასხვა პლატფორმაზე ავრცელებს.

აღნიშნული მიზნების მიღწევაში “ქართულ მედია ჯგუფს” მხარდაჭერას შვედური ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების დამცველებიც” (Civil Rights Defenders) უცხადებს და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში (გორი, ქარელი ხაშური, კასპი), GMG-ს სოფლად მცხოვრები ქალების (განსაკუთრებით ომით დაზარალებული ადამიანების) გაძლიერებაში ეხმარება.

საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებული ქალები გახდნენ მეტად თავდაჯერებულები, აქტიურები და მოტივირებულები, მეტი განვითარებისთვის.

გარდა “ფემინისტური მოძრაობისა”, შიდა ქართლის რეგიონში”ქართულმა მედია ჯგუფმა” შექმნა ქალთა უფლებადამცველთა გაერთიანება, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით. ქალები უფლებების გარდა, ინფორმაციას ერთმანეთს დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობაზეც უზიარებენ.

“ქართული მედია ჯგუფი” ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასუმჯობესებლად მუშაობას რეგიონში, ყოველწლიურად ახალი ინიციატივებით აგრძელებს.

About Author

Leave a Comment