• სამ. ოქტ 8th, 2024

“ქართულმა მედია ჯგუფმა” 10 დევნილ ქალს, ტრენერის სერტიფიკატი გადასცა

ByGMG

მაი 12, 2023

დასრულდა პროექტი “ქალები დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობისთვის”, რომელსაც “ქართული მედია ჯგუფი” 10 თვის განმავლობაში, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით ახორციელებდა.

პირველ ეტაპზე კონკურსის წესით შერჩეულმა მონაწილეებმა, გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულების ჩართულობით, სასწავლო კურსი გაიარეს. მიღებული ცოდნა კი 5 თვის განმავლობაში, საკუთარ დასახლებებში მაცხოვრებლებს გაუზიარეს.

ქალთა უფლებები, ქალის როლი დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობაში, ოჯახში ძალადობა, გენდერული სტერეოტიპები – ეს ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაც პროექტის მონაწილეებმა ტრენინგები საკუთარ დასახლებებში ჩაატარეს:

  1. ლია რომელაშვილი
  2. ლიკა მელანაშვილი
  3. ლიკა მზარეულიშვილი
  4. ნინო ოთინაშვილი
  5. ნანა კახნიაშვილი
  6. იზა ოქროპირიძე
  7. ელზა მზარეულიშვილი
  8. თამარ ყაულაშვილი
  9. თეონა ჭოველიძე
  10. ალიონა ნუკრაძე

პროექტის მონაწილე დევნილმა ქალებმა “ქართული მედია ჯგუფისგან” ტრენერის სერტიფიკატები მიიღეს, რის საფუძველზეც მათ ტრენინგების დამოუკიდებლად ჩატარება მომავალშიც შეეძლებათ.

About Author

By GMG