მუნიციპალური განვითარების ფონდი 140 ახალი საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს. რომელიც ჯამში 11 ათასი ბავშვის მომსახურებას ითვალისწინებს.
ტენდერების საერთო ღირებულება კი სულ 290 მილიონ ლარს შეადგენს, საშუალოდ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს 2 მილიონი ლარი დაუჯდება.
შიდა ქართლში სულ 23 საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება, რომლებიც ჯამში 800-მდე ბავშვს მოემსახურება. ამისთვის სახელმწიფო 54 მლნ 090 ათას 723 ლარის დახარჯვას გეგმავს.
მათ შორის:
● გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 4,500,000 ლარი;
● კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სოფელ მეტეხში და სოფელ ახალციხეში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 6,874,692 ლარი;
● ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში და ქ.ქარელში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 6,874,692 ლარი;
● კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში, სოფელ თვალადში და სოფელ ახალქალაქში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 6,874,692 ლარი;
● ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (სოფელი რუისი,სოფელი ურბნისი, სოფელი აბანო,სოფელი ქვენატკოცი,სოფელი ბრეთი, სოფელი წვერი) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 10,930,929 ლარი;
● გორის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ვარიანი), კასპის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ოკამი) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● გორის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ვარიანი), კასპის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ოკამი) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● ქარელის მუნიციპალიტეტში 2(ორი) (სოფ. ხვედურეთში და სოფ.მოხისში) და კასპის მუნიციპალიტეტში 1 (ერთი) (სოფელ ფერმის და (მიმდებარედ) სოფელ ჩანგილარის ტერიტორიაზე) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა. – 3,873,740 ლარი;