მთავარი ბლოგი ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე, შვილებთან ერთად, სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს  – ლალი ბაიაძე

ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე, შვილებთან ერთად, სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს  – ლალი ბაიაძე

by GMG

პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის №45/106 რეზოლუციის საფუძველზე, 1990 წელს დაწესდა.

გორის მხარდაჭერის სახლის ჯანსაღი დაბერების ცენტრი – საკმაოდ ორგანიზებული პროექტია და სასიამოვნო გარემო. პროგრამა ისეა გაწერილი, რომ შეესაბამება უწყვეტი განათლების პლათფორმას…

მიუხედავად ასაკისა (60+), ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება და სწავლა შეგვიძლია. მე, პირადად, ადამიანის მთავარ მოვალეობად,  ცნობიერების შეცვლა მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ შვილები არ არიან ვალდებული, მშობლებზე პასუხისმგებლობა აიღონ, მიუხედავად მშობლების ასაკისა.

და იცით რატომ?  

  • პირველი – შვილებს საკუთარი შვილები მიჰყავთ სკოლამდელ დაწესებულებებში იმ მიზნით, რომ ბავშვებისათვის იქ საუკეთესო გარემოა აღზრდისა და განათლებისთვის;

  • მეორე – მშობლები ფიქრობენ შეუქმნან შვილებს ეკონომიური უზრუნველყოფა. მუშაობენ და ამასთანავე იუმჯობესებენ საკუთარ „ბეგრაუნდს“. ბუნებრივია მათ ამ საქმეში, გარკვეულწილად, სახელწიფო ეხმარება და გვერდში უდგას, საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისათვის…  

ჩემი სურვილია, ხანდაზმულებზეც ასე ზრუნავდეს სახელმწიფო…

აი აქ, პირადად მე და ხანდაზმულთა დიდი არმია ვითხოვთ, რომ შეიქმნას  სკოლამდელი დაწესებულების მსგავსი ცენტრები, ორგანიზაციები ხანდაზმულთათვის. ადაპტირებული გარემოთი, განსხვავებული პლათფორმით. ცენტრები, რომლებიც იზრუნებენ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე.

ჩვენ, ხანდაზმულებმა, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პირობების გასაუმჯობესებლად, კანონის ფარგლებში.

უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპები, რომელიც ვალდებულებებზეა გაწერილი დაუწერელი წესებით – შვილმა მიხედოს, შვილია ვალდებული.

ერთად ვიზრუნოთ, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც ვალდებულებებს და პასუხიმგებლობებს სახელმწიფო აიღებს და ხანდაზმულთა დღის ცენტრები იმუშავებს. არა მხოლოდ შვილების, სახელმწიფოსა თუ დონორის გულმოწყალებაზე,  არამედ  გვექნება ის შანსი, რომ  ვიპოვოთ ახალი „მე“, რომელიც  გარკვეულწილად  ეკონომიკურ გაძლიერებაშიც დაგვეხმარება (მცირე და საშუალო ბიზნესი ხანდაზმულებისათვის, თაობათა ინტეგრაცია და სხვ.) …

რეიტინგული ცენტრების შექმნა, ხელს შეუწყობს 60+ ადამიანების მიერ, გამოთავისუფლებულ საშტატო ადგილებს, რაც გაზრდის ახალგაზრდების დასაქმების მეტ შანსს. ეს კი გაზრდის მოსახლეობის ეკონომიურ პირობებს.

რას ემსახურება გორის მხარდაჭერის სახლის ჯანსაღი დაბერების ცენტრი?

აქ, ამ ცენტრში, შევისწავლე ის, რაც წარმოუდგენლად, რთულად მესახებოდა. სამკაულბის კეთება, რომელიც ჩემს ხანდაზმულობის ერთ-ერთ საქმიანობად მესახება …

ფორუმი, რომლის მონაწილეც ვიყავი – “ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ დასტურია იმისა, რომ  უნდა იფუნქციონიროს ცენტრებმა  უწყვეტი განათლების პრიორიტეტისთვის და ხანდაზმულთა კეთილდღეობისთვის.

ჩვენს ცენტრში ბევრი ვართ. ეს უკვე არის შანსი იმისა, რომ ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ გამოიჩინოს კეთილი ნება და ერთად ვაკეთოთ კარგი საქმე კარდად …

უწყვეტი განათლება:

უწყვეტი განათლება, მოხალისეობრივი, თვითმოტივირებაზე დაფუძნებული განათლებაა, რომელიც სოციალურ ინკლუზიას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და პერსონალურ განვითარებას გულისხმობს. ეს არის მრავალფეროვანი  და კომპლექსური საშუალება იმისთვის, რომ ადამიანმა უზრუნველყოს საკუთარი თავის რეალიზაცია და საზოგადოებაში თვითდამკვიდრება მოახდინოს.

შეადგინეთ სია, თუ რისი სწავლა გსურთ (To-Learn List)

ყველა ჩვენგანს აქვს შასასრულებელი/გასაკეთებეული საქმეების სია, თუ რა გვინდა გავაკეთოთ სამსახურში, ცხოვრებაში… სცადეთ, დაფიქრდით რისი სწავლა გსურთ და შეადგინეთ ,,To – Learn” სია. აქ შეგიძლიათ დაწეროთ:  უცხო ენის შესწავლა, მანქანის ტარება, კერვა და ა.შ.

დაფიქრდით, რა გაძლევთ მოტივაციას, რა გაინტერესებთ და მიამატეთ სიას. სიიდან თქვენს მიერ ჩამოწერილი პუნქტების შესრულება ყველაზე სასიამოვნო, სასარგებლო და სახალისო პროცესი იქნება;

ყოველთვის იქონიეთ წიგნი (თუნდაც ელექტრონული)..

არა აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გჭირდებათ წიგნს წასაკითხად. ატარეთ წიგნი ყველგან და იკითხეთ, სადაც შეძლებთ (ტრანსპორტში, სახლში და ა.შ.) დაუთმეთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობის რამოდენიმე წუთი კითხვას;

გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს/ასწავლეთ..

გაუზიარეთ თქვენი ცოდნა და უნარები გარშემომყოფებს. როცა ჩვენ ასწავლით სხვას, მასთან ერთად ვსწავლობთ ჩვენც. შექმენით ბლოგი, იმსჯელეთ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და ა.შ.

ისწავლეთ სხვებთან ერთად..

გუნდური მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამოცდილების გაზიარებისა და ახალი ცოდნის გენერირებისათვის;

დილის 15 წუთი..

დაუთმეთ განათლებას ყოველი დილის 15 წუთი და ძალიან მცირე დროში თავად შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება და იქნებით უფრო ენერგიული და მოტივირებული.

წარმატებები!  სიცოცხლის ბოლომდე წარმატებული მომავლისათვის …

ლალი ბაიაძე

მეცნიერებათა დოქტორი

About Author

დაკავშირებული პოსტები