სილამაზისა და ესთეტიკის სალონების ქსელი “გოლდი” 10 წლისაა. საიუბილეო საღამოს თანამშრომლებთან ერთად, ერთგული მომხმარებლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებას მაკა შალიკაშვილი უძღვებოდა, საიუბილეო საღამო კი მოწვეულ სტუმრებს “დუეტმა ჯორჯიამ” გაულამაზა.

“გოლდის” ხელმძღვანელმა, ჯუნა შიუკაშვილმა თანამშრომლებს სიგელები გადასცა და ერთგული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობის სიგელები გადაეცათ ასევე პარტნიორ კომპანიებს, რომლებსაც “გოლდთან” მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. საჩუქრები მიიღეს ერთგულმა მომხმარებლებმაც, რის შემდეგაც საიუბილეო ღონისძიება უზარმაზარი ტორტის გაჭრითა და ფეიერვერკით დასრულდა.
სილამაზის ცენტრი “გოლდი” გორში ზუსტად 10 წლის წინ გაიხსნა. მოგვიანებით კი ცენტრალური ქუჩის სხვადასხვა ლოკაციაზე კიდევ ორმა ფილიალმა დაიწყო ფუნქციონირება. ამ დროისთვის, სილამაზისა და ესთეტიკის სალონების ქსელის სამივე ფილიალი ჯამში, 60 ადამიანს აერთიანებს.