• პარ. აპრ 19th, 2024

რელიგიას “ამოფარებული” მოძალადე კაცები – ანა სვიანაძე

ByGMG

იან 13, 2023

არაბულ და ისლამურ ქვეყნებში ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ არ განიხილება მთავარ პრობლემად, მიუხედავად მისი მზარდი სიხშირისა და სერიოზული შედეგებისა. ალბათ, უმრავლესობას გსმენიათ ირანელი 22 წლის გოგონას შესახებ, რომელიც არასწორად გაკეთებული ჰიჯაბის გამო სასტიკად სცემეს მუსლიმმა კაცებმა და რამდენად წარმოუდგენლად არ უნდა ჟღერდეს სიკვდილამდე მიიყვანეს. აღნიშნულ ქმედებას დიდი პროტესტი და გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, რაც ჯერ კიდევ იმის ნიშანია, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია რელიგიას “ამოფარებულ” მოძალადეებს დავუპირისპირდეთ და დავგმოთ ქალების მიმართ დისკრიმინაცია.

აღნიშნულმა ფაქტმა მრავალი ერის, რელიგიისა თუ პოლიტიკის ადამიანი გააერთიანა და გამოთქვა მწუხარება. 1000-ზე მეტმა ქალმა სოლიდარობა გამოთქვა ძალადობას შეწირული ქალების მიმართ და ჰიჯაბები დაწვა. დიახ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პატრიარქატი საკმაოდ გავრცელებულია ისლამურ სამყაროში, რაც წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს, ასევე კვლევებზე დაყრდნობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ პატრიარქატის არსებობა და წყვილს შორის არატოლერანტული დამოკიდებულება წარმოშობს ჩაგვრას და ძალადობას.

აღნიშნული პრობლემა მეტად გამწვავებულია მუსლიმ ოჯახებში სადაც საუკუნეებს ითვლის ტრადიციები, რომლებიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სუსტად წარმოაჩენს, რაც მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს. კვლევებზე დაყრდნობით ყოველი მესამე მუსლიმ ოჯახში ერთს მაინც სცემს ქმარი, ამგვარი დამოკიდებულება მამაკაცის მხრიდან, როგორც წესი, გამართლებული პასუხია ცოლის საქციელზე. აღნიშნულ დამოკიდებულებას მამაკაცები რელიგიას აწერენ, მაგრამ მრავალი დამეთანხმება, რომ რეალობა სულ სხვას გვეუბნება, სწორედ ამგვარი ტიპის მამაკაცები არიან შინაგანად მოძალადეები, რომლებიც ამ ყოველივეს ტრადიციას და ნორმას ეძახიან.

მიჩნდება კითხვა, სად არის გამოსავალი? პასუხზე ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ქალთა გაძლიერება და განათლებაა, რომელიც დასაბამს იძლევა მრავალი პრობლემის გამკლავებისა და შესაბამისად დამოუკიდებლად ცხოვრების შიშის გაქრობისა.

About Author

By GMG