• ოთხ. მაი 22nd, 2024

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევენ

ByGMG

ივლ 17, 2023

22 ივლისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ერგნეთის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, სამედიცინო მომსახურების მიღება უფასოდ შეეძლებათ. სამედიცინო აქცია ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება.


მოსახლეობა ისარგელბებს შემდეგი უფასო სამედიცინო სერვისებით:


⮚ ოჯახის ექიმის კონსულტაცია -ყველა ასაკის პირებისთვის, საჭიროებისამებრ
დაინიშნება სწორი მკურნალობა.


⮚ ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია-მოზარდი გოგონებისთვის; ფერტილური ასაკის
ქალებისთვის; ორსულებისთვის; მენოპაუზის პერიოდში მყოფილ ქალებითვის.


⮚ ექიმ ექოსკოპისტი-ულტრაბგერითი კვლვები მოზარდი გოგონებისთვის;
ფერტილური ასაკის ქალებისთვის, ორსულებისთის, მენოპაუზის პერიოდში მყოფი
ქალებისთვის.


⮚ ფსიქოლოგის კონსულტაცია-ყველა ასაკის პირებისთვის.

“ასოციაცია ,,HERA XXI” მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელობას და საჯარო სკოლის ადმინისტრაციას აქციის ხელშეწყობისთვის. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზიაცია ასოციაცია ,,HERA XXI” 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში. ასოციაცია მხარს უჭერს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხობრების შესახებ ინფორმაციის, ყოვლისომცველი განათლებისა და ხარიხსიანი სერვისების მიწოდებას, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისთვის”, – წერია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამედიცინო აქცია ეწყობა საქართველოს არასამთავროო ორგანიზაცია ასოციაცია ,,HERA XXI”-ის ინიციატივით, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ჩართულობით და მედია სააგენტო “NEO TV”-ს თანამშრომლობით.

About Author

By GMG