ქალებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის რთულ გამოწვევებს ებრძვიან, სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი ხდება. კერძოდ, თუ აქამდე დიაგნოსტიკისთვის 500 ლარი იყო გამოყოფილი, ახლა ლიმიტი 1000 ლარამდე გაიზარდა. ეს გაძლევთ საშუალებას ჩაიტაროთ ისეთი კვლევები, რომლებსაც სხვა სახელმწიფო პროგრამები არ აფინანსებს.
ქრონიკული ან სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების შესაძენად გამოყოფილი თანხა 500 ლარამდე გაიზარდა. ეს ლიმიტი არ არის ერთჯერადი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწილ-ნაწილ, ვიდრე თანხა სრულად არ ამოიწურება.
“ეს პროგრამები შექმნილია იმისათვის, რომ ქალებს ჰქონდეთ მეტი ფინანსური გარანტია კრიტიკულ მომენტებში. იქნება ეს ახალი სიცოცხლის დაბადება თუ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. დახმარების მისაღებად საჭიროა მხოლოდ სტანდარტული დოკუმენტაციის (პირადობა, დაბადების მოწმობა, სოციალური ამონაწერი) წარდგენა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში”, – წერია შესაბამის დოკუმენტში.
