მთავარი სიახლეები “AI და ტექნოლოგიური პროგრესი მრავალმხრივი წარმატების გასაღებია ეროვნული პრემიის გზაზე – ნონა ნოზაძე

“AI და ტექნოლოგიური პროგრესი მრავალმხრივი წარმატების გასაღებია ეროვნული პრემიის გზაზე – ნონა ნოზაძე

by GMG

AI გლობალური განათლების ასოციაცია არაერთ ინოვატორ და ლიდერ პედაგოგს აერთიანებს,

მათგან ერთ-ერთია ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დაწყებითი

კლასების მასწავლებელი ნონა ნოზაძე. ის ასევე წარდგენილია მასწავლებლის ეროვნული პრემიის

ლაურეატად, რაც მისი პროფესიული მიღწევებისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილის აღიარებაა.

მისი თქმით, ასოციაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მისი განვითარებისკენ სწრაფვის ლოგიკური გაგრძელებაა. 

“მიყვარს სიახლეების ძიება და ვცდილობ ფეხი ავუწყო თანამედროვე ტექნოლოგიებს”, – ამბობს ის. 

ეს მიდგომა მას ეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო დინამიკური, საინტერესო და მოსწავლეებზე

ორიენტირებული გახადოს.

ასოციაციაში გაწევრიანება მისთვის ახალი შესაძლებლობების კარია. ის დარწმუნებულია, რომ ეს

ნაბიჯი ხელს შეუწყობს მის პროფესიულ წინსვლასა და ცოდნის გაღრმავებას:

მჯერა, ასოციაციის წევრობა საშუალებას მომცემს გავიმდიდრო თვალსაწიერი ტექნოლოგიების

გამოყენების პროცესში, მივიღებ მეტ გამოცდილებას”.

ნონა ნოზაძესთვის თანამშრომლობა და კოლეგებთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ის აფასებს ასოციაციის ფართო ქსელს და იმედოვნებს, რომ ეს სივრცე ახალი კავშირებისა და ცოდნის გაზიარების წყარო გახდება:

“შევიძენ ახალ მეგობრებს, ვითანამშრომლებ კოლეგებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. გავიზარებ და გავუზიარებ გამოცდილებას”.

ნონა ნოზაძის საქმიანობა დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში და მისი აქტიური ჩართულობა ეროვნულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთგულ პედაგოგს მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა განათლების სფეროში.

About Author

დაკავშირებული პოსტები